თბილისის „დინამო" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. ქართული კლუბის მეტოქე ზაგრების „მლადოსტი" იქნება.
ხორვატიული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებული და ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია. მატჩი თბილისის დროით დღეს 19 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ „ტერასასთან" პირველი ტურის შეხვედრა „დინამოსთვის" ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში იყო და ის ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 9-ით 5 დასრულდა.